11.03.12

როგორ გამოვიწეროთ ბლოგი

მიყვარს სტატისტიკები. გავხსნი ხოლმე ყველას, რომელიც ჩემს ბლოგს უკავშირება და ვადევნებ თვალს, ვინ რა წაიკითხა, რას ეძებდა, რა იპოვნა, რამდენ წუთში დატოვა ბლოგი, სავარაუდოდ "I don't need this shit"-ის ჩაბუზღუნებით. :D

ორი ტენდენცია შევამჩნიე, რომელიც ძალიან გამიხარდა: ადამიანები მოხვდნენ ჩემს ბლოგზე ჩემივე ლექსის სტროფების ძებნისას. wow, ძალიან გემრიელი შეგრძნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლექსები ხალხში ნაკლებად გამოსაჩენია, მაინც მსიამოვნებს. აქვე მოკრძალებული თხოვნა: თუ სადმე გადაგაქვთ მერე ის ლექსი, მიაწერეთ ავტორიც a.k.a. Chaotic :) (გვერდზე სულ დაბლა რომ ჩასკროლავთ, ნახავთ, რომ მთელი შიგთავსის საავტორო უფლებები მხოლოდ მე მეკუთვნის. )

მეორე , უკეთესი ტენდენცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი მიზანმიმართულად ეძებს ჩემს ბლოგს, ანუ მთლიან URL-ს კრეფს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ მომაბეზრებელია, ალბათ. ჰოდა, გადავწყვიტე, ძალიან მოკლედ აღვწერო რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ბლოგს თვალი ადევნოთ და მოსაბეზრებელი URL არ აკრიფოთ ყოველ ჯერზე.
  1. ერთ-ერთი უმარტივესი ვარიანტია, თუკი ბლოგს თქვენს ფავორიტი საიტების სიაში დაამატებთ. ბრაუზერის მიხედვით, ან URL-გრაფის გასწვრივ ვარსკვლავზე დააწკაპუნეთ, ან მენიუდან აირჩიეთ "favorite"- პუნქტი, ან გამოიყენეთ კლავიშების კომბინაცია ctrl+D. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ხერხით თქვენ უბრალოდ ინახავთ ბლოგის მისამართს, ანუ, თუკი ახალი პოსტების ნახვა გინდათ, თავად უნდა გახსნათ გვერდი.

  2. ჩემი ბლოგის მარჯვენა საიდბარში შეამჩნევდით ღილაკებს, პირველი მათგანი გაძლევთ საშუალებას გამოიწეროთ ბლოგი და იკითხოთ თქვენთვის სასურველი რიდერიდან, ან მაილში. ტვიტერის და facebook-ის ღილაკებზე დაწკაპუნებით გადახვალთ ბლოგის /ჩემს პროფილებზე, სადაც სისტემატიურად ქვეყნდება ინფორმაცია ახალი პოსტების შესახებ. თუკი იყენებთ ამ ორს, შეგიძლიათ ამედევნოთ ტვიტერზე და დაალაიქოთ გვერდი facebook-ზე.




  3. დღეისთვის ბოლო ვარიანტი მდგომარეობს შემდეგში: თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ბლოგი მაილზე (იხ. ზემო სურათი- follow by eMail გრაფა). ამისთვის ჩაწერეთ თქვენი მაილი მარჯვენა საიდბარზე მოცემულ გრაფაში და ყველა ახალი პოსტი ავტომატურად გადმოგეგზავნებათ.

ეს სამი ვარიანტი ვრცელდება ყველა ბლოგზე, რაღა თქმა უნდა. პირველი თავისთავად და მომდევნო ორიც თითქმის ყველას აქვს დიზაინში ინტეგრირებული.

იმედია, გამოგადგებათ პოსტი. აქვე დიდი მადლობა, რომ ინტერესდებით ბლოგით.

თუ კითხვები გაგიჩნდათ, დატოვეთ კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებთ.


Love,

Chaotic

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates